ჩვენი კვლევები აქამდე „რეალურ მაგალითებში“ იყო, იმ მასალის გვერდით, რომელიც სხვა კომპანიების მიერ AI-ის გამოყენებას აღწერს. მასთან კი საერთო არაფერი აქვთ: ამ სამუშაოს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. ამიტომ მენიუში ახლა ცალკე სექციაა — „კვლევები“.
მთავარი კითხვა მარტივია: შეუძლია თუ არა AI-ს, საჯარო მონაცემებიდან რეალური ქართული კვლევითი ანგარიში აღადგინოს? ყოველი ანგარიში ქვეყნდება იმ პრომპტებთან ერთად, რომლებითაც შეიქმნა, და იმის მითითებით, რა დაჯდა; თუ ოფიციალური გამოცემაც არსებობს, ჩვენი ანგარიში მასზე ადრე ქვეყნდება. ოფიციალური ანგარიშის გამოსვლის შემდეგ ორივეს ციფრებს ერთმანეთს ვადარებთ. სექციის სიაში ჩანს, სადამდე მივიდა თითოეული: შედეგი ან „ოფიციალურ ანგარიშთან შედარებას ელოდება“.
ჯერჯერობით სამი პუბლიკაციაა: ხუთი AI მოდელის ტესტი, კვირის მაკროეკონომიკური ბიულეტენი და დასაქმების ყოველთვიური ტრეკერი. შაბათს სოციოლოგიური გამოკითხვების ანალიზი დაემატება. ძველი ბმულებიც მუშაობს და ახალ მისამართებზე გადაგიყვანთ.