საიტს მეექვსე სექცია დაემატა. „ტექნოლოგია“ თითო მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ხსნის ფიზიკიდან მოყოლებული, ქართულად და ინგლისურად: რა ხდება მანქანის შიგნით, ვინ აკეთებს მას, რა ღირს და საით მიდის. გვერდზე ყოველი ციფრი პირველწყაროსთანაა შედარებული და ბმულით მითითებული: მთავარი ციფრები ზემოთ, ერთ ზოლშია, წყაროები კი ბოლოში.

პირველი გვერდი EUV-ლითოგრაფიაზეა, პროცესზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე ჩიპებს კალის წვეთებით, ლაზერითა და სარკეებით ბეჭდავს, და იმ ერთადერთ ჰოლანდიურ კომპანიაზე, რომელიც ამ მანქანებს აწყობს.

ახალი გვერდი დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ დაემატება. სექცია იმიტომ გაჩნდა, რომ იდეა გარედან მოვიდა: რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს ამას ქართულად, მით უკეთესი.